მანჩესტერის უნივერსიტეტში მსოფლიოში ყველაზე დიდი ნეირომორფული სუპერკომპიუტერი შექმნეს, რომელიც ადამიანის ტვინის მოქმედების პრინციპების მიხედვით არის აწყობილი, მისი პროცესორი მილიონი ბირთვისგან შედგება.პროცესორის არქიტექტურა იძლევა იმის საშუალებას, რომ წამში სუპერკომპიუტერმა 200 მილიონი ოპერაცია განახორციელოს, თითოეულ ჩიპს 100 000 მოძრავი ნაწილი აქვს. ამის შესახებ ინფორმაცია მანჩესტერის უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.მეცნიერებს 20 წელი დასჭირდათ სუპერკომპიუტერის კონცეფციის შესაქმნელად, მთლიანი პროექტი 15 მილიონი ფუნტი დაჯდა. სუპერკომპიუტერი 2 ნოემბერს ჩაირთო.ტრადიციული კომპიუტერებისგან განსხვავებით სუპერკომპიუტერს დიდი რაოდენობით ინფორმაცია „ა“ წერტილიდან „ბ“ წერილში არ გადააქვს. ამის ნაცვლად იგი ადამიანის ტვინის მსგავსად მილიარდობით ინფორმაციას ათასობით სხვადასხვა მიმართულებით გზავნის ერთსა და იმავე დროს. იმისათვის რომ სუპერკომპიუტერი შეექმნათ, ნეირომეცნიერებს დასჭირდათ უკეთ გაეგოთ ადამიანის ტვინის ფუნქციონირების პრინციპები.