არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვერტიკალური სათბურები სულ უფრო ხშირად შენდება. ისინი შეიქმნა იმისათვის, რომ ხილი და ბოსტნეული გაიზარდოს ისეთ მშრალ ქვეყანაშიც, სადაც წელიწადში მხოლოდ ორი კვირა წვიმს - წერს East-fruit-ი dw.com– ზე დაყრდნობით.
ემირატებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოსაყვანად ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის მხოლოდ 1%-ია ვარგისი. ისტორიულად, აქ თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი იმპორტირებულია. თუმცა, ახლა კომპანიებმა გადაწყვიტეს დაიწყონ პროდუქციის მოყვანა. ძირითადი აქცენტი გაკეთდა ვერტიკალურ სოფლის მეურნეობაზე. ფაქტობრივად, ესაა მაღალტექნოლოგიური აგრო-ინდუსტრიული კომპლექსები, რომლებიც ტრადიციული სოფლის მეურნეობის წესებით არ მუშაობს. სწორედ მასში ხდება მილიონობით დოლარის ინვესტიცია.
ერთ-ერთი ასეთი ფირმაა Pure Harvest Smart Farms. სამი წლის წინ მან ააშენა პირველი ვერტიკალური სათბური, რომელშიც მცენარეები ნიადაგის გარეშე იზრდება, LED განათების და სპეციალური სარწყავი სისტემის გამოყენებით.