2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 897 მილიონ 300 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 5.1%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2019 წელს ისტორიულად ყველაზე დაბალია.
2019 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 538 მილიონ 900 ათასი დოლარი ანუ მილიარდ 600 მილიონი ლარი შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 0.5 პროცენტით შემცირდა და მილიარდ 100 მილიონი ამერიკული დოლარი ანუ 3 მილიარდ 300 მილიონი ლარი შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 17. პროცენტით, ხოლო იმპორტი 8.5 პროცენტით გაიზარდა.
მიმდინარე ანგარიშის მეორე დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 1.1 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის მეოთხე კვარტალში 404 მილიონ 300 ათას დოლარს ანუ მილიარდ 200 მილიონ ლარს გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 7.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სამთავრობო სექტორის 26 მილიონ 500 ათასი დოლარიდან 500 ათას დოლარამდე შემცირდა.
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეოთხე კვარტალში 225 მილიონ 700 ათასი დოლარი ანუ 664 მილიონ 900 ათასი ლარი შეადგინა, რაც კვარტალური მთლიანი შიდა პროდუქტის 4.6 პროცენტია.