მინა ერთ-ერთი უძველესი მასალაა რომელსაც ადამიანი ოდითგანვე იყენებს. ჩვენმა წინაპრებმა ჯერ კიდევ ხუთი ათასი წლის წინ ისწავლეს მისი გამოდნობა და უცნაურია, რომ მინის გამოყენების წარმოუდგენელი შესაძლებლობები სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინათ გახდა კაცობრიობისათვის ცნობილი და ხელმისაწვდომი. სწორედ მინის დახმარებით ჩვენ შევიხედეთ ღრმად კოსმისში, ჩავაღწიეთ ოკეანის სიღრმეებში, დავიწყეთ მინის სახლების შენება და ხელოვნების ნიმუშების შექმნა.