საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს მიმართა და რეგლამენტის მკაცრად დაცვა სთხოვა. გახარიას განცხადებით, ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა გასაკეთებელი და უმჯობესია, მთავრობამ ხალხზე უფრო მეტი იზრუნოს, ვიდრე პარლამენტის ტრიბუნასთან იდგეს და „ზოგიერთ დემაგოგიურ კითხვას უპასუხოს“.