ბოლო დროს გახშირებულმა წყალდიდობებმა არაერთი ზარალი მიაყენა მოსახლეობას სხვადსხვა ქვეყანაში. იმისთვის რომ ადამიანებმა თავინათი სახლის დატბორვისგან დცვა შეძლონ წყალდიდობის დროს, შექმნეს ინოვაციური პორტატული კაშხალი, რომელიც აკავებს წყალს. მწარმოებელი კომანიის თქმით, ბარიერის გამოყენება ყველას შეუძლია, კარის დამაგრება და მოხსნა მარტივად არის შესაძლებელი.
Dameasy ეს არის მინი კაშხალი, რომელიც დატბორვისგან დაგიცავთ. როგორც ამბობენ, Dameasy - ადვილად მონტაჟდება და არ აძლევს წყალს შენობაში შემოღწევის საშუალებას. მისი შემქმნელების თქმით, ის დაგეხმარებათ თავი დაიზღვიოთ წყალდიდობით მოყენებული ზარალისგან. ბარიერი მარტივად მონტაჟდება კარის ზღურბლთან. მისი მორგება შესაძლებელია ნებისმიერი კარის ზომაზე, ის იშლება როგორც სიგანეში, ასევე სიგრძეში. ხელოვნური ბარიერის ქმნის ვაკუუმს, შესაბამისად სახლი დაცულია წყლის შემოღწევისგან. იდეის ავტორების თქმით, მისი ლუქის დამსახურებით წყალი ვერსაიდნ ვერ შემოაღწევს სახლში და დაგიცავთ დატბორვისგან. მისი შემქმენელბის თქმით, გარდა ამისა, შესაძლებელია რამდენიმე ბარიერის ერთმანეთთან დაკავშირება. როგორც ამბობენ, ეს არის ერთადერთი საყოფაცხოვრებო ბარიერი, რომელსაც მოყვება პნევმატური ტუმბო. თითო ბარიერს შეუძლია 78 სანტიმეტრიდან 110 სანტიმეტრამდე გაშლა. როგორც ამბობენ, მინი კაშხლის დამონტაჟებას არ სჭირდება ხელოსანი და მისი აწყობა ყველას შეუძლია დამოუკიდებლად. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, Dameasy-ს მოპოვებული აქვს წყალდიდობისგან დამცავი ევროპული სააგენტოს სერთიფიკატი.