18:50
5 ივლისი, 2022, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ჩვენი პლანეტა
მინიატიურულ ჭიამაიას ადამიანები ძველად მზის ღმერთის წარგზავნილად მიიჩნევდნენ, თუმცა დღესდღეობით, ცრურწმენებს თუ დავუჯერებთ, წინწკლებიანი მწერი ბევრისთვის საუკეთესო მეტეოროლოგია, რადგან მას ამინდის პროგნოზირება შეუძლია
30-04-2022

ჭიამაია - მინიატიურულ ჭიამაიას, რომელსაც ადამიანები ოდითგანვე ეთაყვანებოდნენ, რადგან მზის ღმერთის წარგზავნილად მიიჩნევდნენ, დღესაც უამრავი ცრურწმენა უკავშირდება. მეტიც, ბევრისთვის სწორედ წინწკლებიანი მწერია საუკეთესო მეტეოროლოგი, რადგან ხელის გულიდან აფრენილი ჭიამაია აუცილებლად კარგი ამინდის მომასწავებლად ითვლება, ხელისგულზე დარჩენილი კი, მხოლოდ ავდარს პროგნოზირებს.

ჭიამაია ის იშვიათი მწერია, რომელიც ყველა კონტინენტზე ვრცელდება და ნებისმიერ კლიმატურ პირობებს ერგება ანტარქტიდის გარდა. თუმცა, მწერი სახეობის მიხედვით ირჩევს გარემოს დასაბინავებლად, რადგან ზოგი მხოლოდ მცენარეებზე იშენებს ბუდეს, ზოგი წყალსატევთან ახლოს ისლსა და ლერწამში იდებს ბინას, ზოგს კი, კომფორტული ცხოვრებისთვის აუცილებლად მინდვრის ბალახი სჭირდება.  

პატარა ჭიამაიას, რომლის სიგრძე მაქსიმუმ 10 მილიმეტრს შეადგენს მცირე ზომის თავი, მუცელი და სამნაწილიანი გულმკერდი, ფრთები და სამი წყვილი თათი აქვს. მწერის მრგვალი ან ოვალური ტანის ქვედა ნაწილი სწორი და ბრტყელია, ზედა კი - ამობურცული და წვრილი ბუსუსით დაფარული. სხვათა შორის, პრონოტუმთან (ფირფიტის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც მწერის გულმკერდის ზურგის ზედაპირს ან მის ნაწილს ფარავს) შეზრდილ თავს, რომელსაც მასიური თვალები და მგრძნობიარე ულვაში ამშვენებს, ჭიამაია ვერასდროს ამოძრავებს.

AutoPlay
მცირე ზომის შუშის ბაყაყი, რომლის მთავარ საიდენტიფიკაციო თავისებურებად გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე ტყავი ითვლება, ამფიბიათა ერთ-ერთი ყველაზე მინიატურული წარმომადგენელია
02-07-2022
ოქროს ლომისებრი ტამარინი - საოცარი ცხოველი ბრჭყალებიანი მაიმუნების ოჯახიდან, რომლის პოპულაცია მხოლოდ 3 500 ინდივიდს შეადგენს, მეტად სავალალო მდგომარეობაში და პრაქტიკულად გადაშენების ზღვარზეა
25-06-2022
ჩვენი პლანეტა - გაიცანით ოპოსუმი, მინიატიურული ჩანთოსანი ცხოველი, რომელიც მეცნიერების მტკიცებით ჯერ კიდევ 100 მილიონი წლის წინ, მეზოზოურ ხანაში მოევლინა სამყაროს
18-06-2022
ზღვის ზღარბი, რომელიც სულ მცირე 500 მილიონი წლის წინ მოევლინა სამყაროს, დღემდე თავსატეხად რჩება მეცნიერებისთვის, რადგან ის უჩვეულო ბიოლოგიური თავისებურებებითა და ექსტრემალური ცხოვრების წესით ხასიათდება
11-06-2022
უძველეს ინდურ კულტურაში სიამაყისა და პატივმოყვარეობის, უკვდავებისა და უზრუნველი ცხოვრების სიმბოლოდ ქცეული ფარშევანგი, თანამედროვე სამყაროშიც უძლიერეს თილისმად ითვლება
04-06-2022
ამფიპრიონი, რომელმაც კაშკაშა კონტრასტული შეფერილობის წყალობით მიიღო მასხარა თევზის სახელი, აღიარება ამერიკულ ანიმაციურ ფილმში „ნემოს ძიებაში“ შესრულებული მთავარი როლით მოიპოვა
28-05-2022
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები