„ქედს ვიხრით გმირების წინაშე, რომელთაც სიცოცხლე გასწირეს სამშობლოსთვის. რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება, როგორც თავის დროზე ბერლინის კედელი დაიშალა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მიაგო პატივი. აგვისტოს ომთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.