საქართველოს საპატრიაქროში ამ დრომდე უცნობია რა უფლება-მოვალეობებით აღჭურავს კათოლიკოს-პატრიარქი მოსაყდრედ დასახელებულ მეუფე შიოს. როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, რამდენიმე დღეში პატრიარქის მოსაყდრის უფლება–მოვალეობები წერილობით განისაზღვრება. შეგახსენებთ, რომ პატრიარქმა საკუთარ მოსაყდრედ ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.