საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, 1997 წლით დათარიღებული ყალბი მიღება - ჩაბარების აქტის გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა თბილისში, ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე 1 ჰექტარ მიწის ნაკვეთს. მიწის ნაკვეთი რომლის ღირებულება 157 ათასს ლარს აღემატება საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაყადაღდა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.