პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ბათუმში პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, რამაც ლოჯისტიკაში პრობლემები შექმნა, ბევრ მათგანს არ ეკეთა პირბადე, შესაბამისად, რთული აღმოჩნდა მათი კონტროლი. ზაალ უდუმაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალში დაგეგმილი აქციები ბევრად უფრო ორგანიზებული იქნება.