თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" აუდიტის სამსახურს მერიის მიერ საახალწლოდ გამოყოფილი 2 მილიონ 700 000 ლარის მიზნობრიობის შესწავლას სთხოვს, - ამის შესახებ დღეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, რაც დედაქალაქის მერიამ საახალწლო განათებისათვის მილანურ კომპანიასთან 3 მილიონი ლარის ხელშეკრულება ტენდერის გარეშე გააფორმა, აღნიშნულის შემდეგ კახა კალაძემ 6 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, მან ასევე ტენდერის გარეშე საახალწლო ღონისძიებებისთვის 2 700 000 ლარის დამატება მოითხოვა.