„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმის" ეთერში, თბილისის მერთან, კახა კალაძესა და საქართველოს პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შესაძლო თანამშრომლობის ინიციატივა გამოთქვა და მმართველი გუნდის ლიდერებს თავისი პოლიტიკური გუნდის მიერ შექმნილი იდეების გაზიარება შესთავაზა.