მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოში სესხები გაძვირდა. უფრო კონკრეტულად კი, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.4 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, ხოლო ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე 1.6%-ით, 22 %-მდეა გაზრდილი. საპროცენტო განაკვეთების ზრდას საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი რამდენიმე მიზეზს უკავშირებს.არასამთავრობო ორგანიზაცია „ საზოგდოება და ბანკების“ ფინანსური ანალიტიკოსი სესხების გაძვირების პროცესს სესხებზე მოთხოვნისა და ინფლაციის ზრდას უკავშირებს.ბანკების ასოციაციის თავმჯდომარე კი საპროცენტო განაკვეთების მატების პროცესში ლარიზაციის გავლენას გამორიცხავს.