რატომ დაიხურა "ციანიდის საქმის" სასამართლო პროცესი - საქმის პროკურორი განმარტებებს აკეთებს. ჯარჯი წიკლაური მიზეზად პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოებას და პერსონალურ მონაცემთა დაცვას ასახელებს. ამასთან, პროკურორი ადასტურებს, რომ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დეკანოზისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ზეწოლა განხორციელდა. თუმცა ჯარჯი წიკლაური დეტალებს არ აკონკრეტებს. ამბობს რომ მომხდარს რელიგიური მოტივები ედო საფუძლად, რის გამოც ერთ-ერთ მოწმეს მუქარა შეუთვალეს. პროკურორი ადვოკატების ბრალდებასაც პასუხობს და განმარტავს რომ პროცესის დახურვასთან დაკავშირებით არაფერ შუაშია საპატრიარქოს რეპუტაციის დაცვა და რომ ადვოკატების მიერ დამახინჯებულ ინტერპრეტაციას ჰქონდა ადგილი. ცნობილი ხდება ასევე, რომ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება.ჯარჯი წიკლაურის აცხადებს რომ მტკიცებულებათა შეკრების შემთხვევაში ნებისმიერი პირი, მიუხედავად სტატუსისა, პასუხისგებაში მიეცემა.