დღეისათვის სმენის დაქვეითება წარმოადგენს მსოფლიოში ინვალიდობის ყველაზე გავრცელებულ სენსორულ ფორმას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სიყრუე და სმენის დარღვევა 275 მილიონზე მეტ ადამიანს აღენიშნება. სიყრუისა და სმენის დაქვეითების ძირითად მიზეზებია: ყურის ქრონიკული ინფექციები, რიგი დაავადებები: წითურა, წითელა, ყბაყურა, მენინგიტი, ზოგიერთი მედიკამენტის მიღება, ძლიერი ხმაური.
მედიკოსების აზრით, შემთხვევათა დაახლოებით ნახევარში, შესაძლებელია სმენის დარღვევის თავიდან აცილება, თუ მოვახდენთ მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრას. პრევენციული ღონისძიებებიდან ხშირად ასახელებენ: მოსახლეობის იმუნიზაციას, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვას, შრომის ჰიგიენის უზრუნველყოფას. რაიმე საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.