00:12
24 სექტემბერი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მიზნობრივი სანქციების დაწესების დროა - დევიდ კრამერი
28-07-2021

ახლა კრიზისი მთლიანად პრემიერ-მინისტრის, "ქართული ოცნებისა" და ბატონი ივანიშვილის ბრალია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, დევიდ კრამერმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

სააგენტოს შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს იმას, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება გადაწყვიტა, კრამერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" გადაწყვეტილება აპრილის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ დიდი შეცდომაა.

„ქვეყანა კვლავ კრიზისშია, ამ თვის დასაწყისში პრემიერ-მინისტრისა და "ქართული ოცნების" საშინელი საქციელისა და ქმედებების გამო, რომელიც "პრაიდთან" და იმ გადაწყვეტილებასთან იყო დაკავშირებული, რომ "ქართული ოცნება" მართლმადიდებლური ეკლესიისა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ულტრამემარჯვენე ჯგუფების გვერდზე იდგეს. პრემიერ-მინისტრი უნდა გადამდგარიყო, მაგრამ ამის ნაცვლად, ის რჩება და პოლიტიკურ ვითარებას ამძიმებს.

ამავდროულად, გასული წლის შემოდგომის არჩევნების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა. მმართველმა პარტიამ, რომელმაც გასულ შემოდგომაზე საკმარისი ხმები მოიპოვა იმისთვის, რომ მთავრობა კოალიციის გარეშე ჩამოეყალიბებინა, არჩევნები შეისწავლა და დაადგინა, რომ მმართველმა პარტიამ სამართლიანად გაიმარჯვა“, - განაცხადა კრამერმა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წავიდეს, თუ საქართველოს იმედი აქვს, რომ დემოკრატიულ გზაზე დაბრუნდება.

"ქართული ოცნება" სიტუაციას მასხრად იგდებს. წარსულში ოპოზიციის ნაწილობრივი დადანაშაულობა და იმის თქმა შეიძლებოდა, რომ ისინი პარლამენტში უნდა შესულიყვნენ. ახლა, ეს კრიზისი მთლიანად პრემიერ-მინისტრის, "ქართული ოცნებისა" და ბატონი ივანიშვილის ბრალია. პრემიერ-მინისტრი უნდა წავიდეს, თუ საქართველოს დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების იმედი აქვს. "ევროკავშირი" თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, რომ მან "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა. მიზნობრივი სანქციების დაწესების დროა, რათა "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ იცოდეს, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი”, - აღნიშნა დევიდ კრამერმა „ინტერპრესნიუსთან“.

AutoPlay
უნდა ავცრათ თუ არა ბავშვები?
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" ოფისში განცხადებას აკეთებს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1179 ლარი გახდა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
კოვიდ-19-ის ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში პორტუგალიას აქვს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ვლადიმირ ზელენსკი - გაერო-ს ქვეყნებს ვიწვევ, „ყირიმის პლატფორმის“ დეკლარაციას შეუერთდნენ და დაგმონ ოკუპაცია
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
მედია - თვითმფრინავში, რომელმაც ხაბაროვსკის ოლქში კატასტროფა განიცადა, არავინ გადარჩენილა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები