ბანალურად ჟღერს, მაგრამ ამსტერდამი მართლაც საოცარი ქალაქია. საქმეში ჩაუხედავ კაცს შეიძლება ეგონოს, რომ აქ ყოველი ფეხის ნაბიჯზე არომატული და გამაბრუებელი კვამლის ღრუბელი დაგხვდება, მოწითალო ფერის ფანჯრებიდან გამომწვევად ჩაცმულ და მომღიმარ ქალებს დაინახავს, ქალაქში კი ყველა ქვეყნიდან ჩამოსული მოსეირნე ბრიკები და საეჭვო გარეგნობის ადამიანები შემოგხვდება. ერთი სიტყვით, მკაცრი მორალისტისთვის მიუღებელი ატმოსფერო, სინამდვილეში კი ტიტების ზღვა, ვან გოგის პალიტრა, ტურისტებთან მხიარულად მოუბარი ველოსიპედებით მოსერინე შესაშურად აქტიური ბებიები დაგხვდებიან. ყველაფერში იგრძნობა წინასწარ გათვლილი, გონივრული პოზიცია, ცხოვრების ლაღი წესი და ალბათ, ამიტომაა რომ დანაშაულებათა რიცხვი ჰოლანდიაში საკვირველ მინიმუმამს უახლოვდება. ამიტომაა რომ ის მუდამ სხვადასხვანაირია, მაგრამ ყოველთვის ახლობელი და ისეთი ნაცნობი, რომლისთვისაც ცხადია რა გსურს და რას ინატრებ.