ჭიშკრის შეღებისთანავე ადვილი მისახვედრია, რომ მასპინძელი სტანდარტულად მოაზროვნე, ბაზარზე დამკვიდრებული ნივთების მოყვარული არ არის. ზამთრის ნაცრისფერ ამინდს, ამ ეზოში გემოვნებით განაწილებული ძველი, ერთი შეხედვით, უკვე გამოუსადეგარი საყოფაცხოვრებო ნივთები ამშვენებს. ეზოში მოფუსფუსე მასპინძელი ახლა შეშას ღუმელისთვის ამზადებს... ეს გიორგი ვაშაკიძეა. მხატვარი იმერეთიდან, სოფელ დიდი ჯიხაიდან. ადამიანი ბუნების შვილიაო, ასე ამბობენ. მასაც უყვარს ბუნებასთან კონატაქტი და ეს არაორდინალური სავარძელიც სწორედ სამყაროს სიყვარულმა შეაქმნევინა.