მხატვარი, რომლის შემოქმედებაც ბავშვობაში გვაბრუნებს - ნინო ჭაკვეტაძეს ბევრი ადამიანი იცნობს მისი შემოქმედება კი განსაკუთრებულად თბილი ემოციური და საყვარელია, მისი შემოქმედება საოცრად თბილია, მისი ნამუშევრები მნახველს ნოსტალგიურ განწყობაზე აყენებს, შობა- ახალი წლის პერიოდს კი მისი ნახატები განსაკუთრებულად უხდება, მისი ნაუშევრების გამოფენა თბილისი გალერეაში იმართება და ნახვის მსურველებს შეუძლიათ სწორედ ამ გამოფენას ესტუმრო,ალბათ უფროსებს ვაგონებ ბავშვობას, ვახსენებ მათ ბებიებს, ბაბუებს, რომლებიც დიდ სიყვარულს დებდნენ მათში, ასევე ბავშვებს ვეუბნები, რომ უყვარდეთ ცხოველები, მოხუცებს მეტი ყურადღება და სითბო დაუთმონ მათ. ეს არის ჩემი ნახატების ძირითადი სათქმელი. ახლა, რადგან ზამთარია, წინასაახალწლო პერიოდი, ძალიან ხშირად ვხატავ იცით რომელ ბავშვებს, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ და სკოლაში წასასვლელად ძალიან დიდი გზის გავლა უწევთ, ამ დროს ძალიან ცუდი ამინდია, არის დიდი თოვლი და ისინი მაინც მედგრად მიდიან სკოლისკენ. ამ თემას ბევრი ნახატი მივუძღვენი, ჩემი საყვარელი თემაა. ასეთი ბავშვებით აღფრთოვანებული ვარ.სამომავლო გეგმები გაგვანდეთ,მე ვიწყებ წიგნის გაფორმებას, ეს არისნემცოვას წიგნი „ბებია“, სხვათა შორის, ის ქართულად პირველად ითარგმნა, ბარბარე მიქელაძემ გადათარგმნა, ის შემდეგ წელს დაიბეჭდება, წიგნი ბებიას ეძღვნება. ბებიასა და შვილიშვილების ურთიერთობა ჩემთვის ახლო თემაა.