თავდაცვის სამინისტროს სპორტულ დარბაზში "მხიარული სტარტები" გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მოსამსახურე სამხედროების შვილებმა მიიღეს. 6-დან 16 წლის ასაკის ბავშვები, ერთმანეთს ექვს სხვადასხვა სპორტულ თამაშში შეეჯიბრნენ, რის შემდეგაც „მხიარულ სტარტებში“ მონაწილე ბავშვებს, თავდაცვის მინისტრმა სიგელები, ბრენდირებული მაისურები, კეპები და სხვადასხვა საჩუქრები გადასცა. ლევან იზორიას განცხადებით სამხედროების შვილებზე ზრუნვა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სპორტული შეჯიბრის დასრულების შემდეგ საზეიმო მიღება გაიმართა.ოჯახის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 23 თებერვლიდან ამოქმედდა.