10:12
20 სექტემბერი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
მხოლოდ ერთი კონა მწვანილი ვიტამინებისა და მიკროელემენტების თითქმის დღიურ ნორმას შეიცავს
10-07-2019

დიეტოლოგების განცხადებით, მწვანილის სასარგებლო თვისებები განპირობებულია ვიტამინების, მინერალური მარილების, ეთერზეთებისა და პიგმენტების შემცველობით. მწვანილი ამუხრუჭებს დაბერებას და ხელს უწყობს კანის სილამაზის შენარჩუნებას. მასში შემავალი კალიუმის მარილები სასარგებლოა გულისთვის,  კუნთებისთვისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის. ის აწესრიგებს ნაღვლის ბუშტის მუშაობას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას შარდმდენი ეფექტის ხარჯზე.

მწვანილის მხოლოდ ერთი კონა შეიცავს ვიტამინებისა და მიკროელემენტების თითქმის დღიურ ნორმას. მწვანილს ასევე გააჩნია ანტიოქსიდანტური ეფექტი. ამ თვალსაზრისით საუკეთესოა: რეჰანი, კამა, ოხრახუში, ქინძი. ამასთან, საყურადღებოა იისფერი რეჰანი და სალათის ფურცლები. ამ უჩვეულო ფერის უკან დგას ანტიოქსიდანტების - ანტოციანების მაღალი შემცველობა.

აღსანიშნავია,რომ ოხრახუშში С ვიტამინი თითქმის 4-ჯერ მეტია, ვიდრე ლიმონში. რეჰანში გარდა С ვიტამინისა არის ასევე К და Е ვიტამინები და კაროტინი. კამა მდიდარია ეთერზეთებით.

სპეციალისტები ახალი მწვანილის გამოყენებას გვირჩევენ, რადგანაც გამხმარი და კერძში თერმულად დამუშავებული თავის სასარგებლო თვისებებს კარგავს.

სასურველია, რომ მწვანილი ყოველთვის იყო სუფრაზე. სახეობა კი გემოვნებაზეა დამოკიდებული, რადგანაც ქიმიური შემადგენლობა თითქმის ერთნაირი აქვთ. არსებობს მხოლოდ გარკვეული სხვაობა ეთერზეთების თაიგულსა და პიგმენტების სპექტრში, რომელიც სხვადასხვა ელფერს ანიჭებს მწვანილის ფოთლებს.

AutoPlay
როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ფეხის თითებზე დადის? - 4 სერიოზული მიზეზი, რაც შეიძლება იწვევდეს მას
26-07-2019
ნუ გაგიკვირდებათ, ერიდეთ ყავის სმას ცხელ ამინდში! - რა უკუპროცესები ვითარდება სიცხეში?
25-07-2019
რატომ არის შეუცვლელი ბულგარულ წიწაკა ბავშვისთვის და რა ასაკში უნდა გავასინჯოთ პირველად? - მისი მიცემა სიფრთხილეს საჭიროებს და არსებობს რამდენიმე წესი
24-07-2019
მობილური მოწყობილობები ბავშვების ფსიქიკური და ფიზიკური განვითარებისათვის საზიანოა
24-07-2019
ჭყუმპალაობა და წუწაობა - უსაფრთხოების 10 წესი, რომელიც წყალში თამაშისას უნდა დაიცვათ, რათა გართობამ მშვიდად ჩაიაროს და სასიამოვნო მოგონებად დაგრჩეთ
19-07-2019
უნდა შევჭრათ თუ არა წლამდე ბავშვს თმა - გაიგეთ, რა ცრურწმენები არსებობს და რას ამბობს მედიცინა
17-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები