8 მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული კონცერტი გაიმართა. კონცერტი ქალბატონებს მიეძღვნათ და აღსანშნავია, რომ მასში მხოლოდ ქართველი მომღერალი მამაკაცები მღეროდნენ. კონცერტის სპეციალური სტუმარი რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა იყო.