"ევას სამი ქალიშვილი" - თურქი მწერლის, კრიტიკოსის და სპიკერის, ელიფ შაფაქის 416 გვერდიანი რომანი. ორიგინალი, 2016 წელს ინგლისურად გამოიცა, ნათარგმნია 22 ენაზე. ელიფ შაფაქი 15 წიგნის ავტორია, რომელთაგან 10 რომანია. "ევას სამი ქალიშვილი" მწერლის ბოლო ნამუშევარია, რომლის გამოცემასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წიგნი არაერთგვაროვანად შეაფასეს შაფაქის სამშობლოში, გამომდინარე წიგნის თემატიკიდან საზოგადოების ნაწილმა მას ბრალი ერისა და რელიგიის უპატივცემლობაში დასდო.ავტორი: "რომანის წერისას თურქულ საზოგადოებასა და მის ფსიქოლოგიას კიდევ უფრო ახლოს გავეცანი. ვცდილობდი ძალიან ახლოს მივსულიყავი მათთან. მუდმივი შიში და შფოთვა შეინიშნება თურქეთის საზოგადოების ყველა სოციალურ ფენაში. მე მინდოდა ჩემს წიგნში ამეღწერა ამ ადამიანების ფსიქოლოგია. მართალია მე ვარ თურქი და მიყვარს ეს ქვეყანა, მაგრამ წიგნის წერისას ყურადღება თურქეთის ნაკლოვანებებზე გავამახვილე".რომანში მთხრობილია ახალგაზრდა თურქი ქალის ამბავი, რომელსაც ორი განსხვავებული რელიგიის მშობელი ყავს, როამნის მ\ტავარი გმირი ოქსფორდის უნივერსიტეტის სტიპენდიანტი ხდება და სასწავლებლად ინგლისში მიდის.