დუბაიში მიმდინარე King Of The Table 4-ზე, ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა იასპარეზა, რომელმაც შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა. ლევანის მეტოქე კანადელი დევონ ლარატი გახლდათ, რომელსაც ბოლო 10 შეხვედრა წაგებული არ ჰქონდა, თუმცა საგინაშვილმა მეტოქეს ექვსივე რაუნდი მოუგო. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრას ბევრი ელოდა, ქართველმა ჰალკმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში ჯერჯერობით მასზე ძლიერი არავინაა. ლევანს 2018 წლის შემდეგ შეხვედრა არ წაუგია და ლარატიც 6:0 გაანადგურა.