დუბაიში მიმდინარე King Of The Table 4-ზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა კიდევ ერთმა ქართველმა მკლავჭიდელმა ირაკლი ზირაქაშვილმა. ირაკლის მეტოქე ბრაზილიელი მარსიო ბარბოსა იყო, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი მკლავჭიდელია. გამარჯვებულის გამოსავლენად მხოლოდ 4 რაუნდის ჩატარება გახდა საჭირო. ქართველმა მკლავჭიდელმა მეტოქეს ოთხივე რაუნდი მოუგო და ბოლო ორ რაუნდს უბრალოდ აზრი დაუკარგა. ზირაქაშვილმა მეტოქეს ყველა რაუნდში დიდი უპირატესობით აჯობა და დამსახურებული გამარჯვება იზეიმა.