მკვლელობა თუ შურისძიება - გალის რაიონის სოფელ სიდაში ცოლ-ქმარი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, წურწუმიების ოჯახში თავდამსხმელები შეიჭრნენ, რომლებმაც ცოლ-ქმარს სანადირო თოფიდან ესროლეს. ისინი ადგილზე გარდაიცვალნენ. მოკლულ მამაკაცს გალში რამდენიმე დღის წინ უთანხმოება მოუვიდა და ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მილიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეს უკვე ეძებენ. ცოლ-ქმრის ცხედრები გალის პროზექტურაშია გადასვენებული.