"თავისუფალი დემოკრატების" წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, უკვე მოხდა დაანონსება, რომ საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი მთავარი სამუშაო საკითხი სავარაუდოდ, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება იქნება.როგორც შავგულიძემ საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მმართველ ძალას უნდა, რომ პრეზიდენტი იყოს არა საყოველთაო წესით, არამედ პარლამენტის მიერ არჩეული.