მმართველ გუნდში მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას მიმართ გამოტანილ განაჩენს აფასებენ. როგორც უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ამბობს, განაჩენმა წერტილი დაუსვა ოპოზიციის სპეკულაციებს, რომლებიც ცდილობდნენ უდანაშაულოდ გამოეცხადებინათ რურუა. მისივე თქმით, ხელისუფლება სასამართლო სისტემაში არ ერევა და მართლმსაჯულება საქართველოში დამოუკიდებელია. ამასთან როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ეს არის 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება.