მმართველი გუნდი 7 წელიწადში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლის მომხრეა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან კომისიის წევრებს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ხედვა გააცნო. „ქართული ოცნების“ პოზიციაა, მიუხედავად იმისა, რა სისტემაზე შეთანხმდება საკონსტიტუციო კომისია, შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი არჩევის წესით ჩატარდეს. მისივე თქმით, არაპირდაპირი ან პირდაპირი არჩევნები არ ცვლის კომპეტენციებს, რომელიც გაწერილია მოქმედი კონსტიტუციით.