მმართველი გუნდი 2020 წლის არჩევნებამდე საკონსტიტუციო ცვლილების შემოღების აუცილებლობაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება. ინიციატივა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააჟღერა. მისი თქმით, ასეთ პირობებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება გაგრძელდება მხოლოდ 2024 წლამდე, ანუ თუ რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს ჩატარდება, პარლამენტის უფლებამოსილება 2 წლით განისაზღვრება.
მდინარაძე ცვლილებებზე მუშაობის დაწყების მიზეზად მაჟორიტარ დეპუტატებს ასახელებს, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემთვევაში, მზად არიან თავიანთ ინიციატივაზე უარი თქვან.
ამასთან უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში კი თუ მმართველი პარტია ამ გარანტიის შექმნას ვერ შევძლებს, მაჟორიტარები გააგრძელებენ პროცესს, რომ 2020 წლის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს რეფერენდუმი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.