07:55
2 მარტი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მმართველი გუნდის წევრებს ოპოზიციის მანდატებთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია ჯერ კიდევ არ აქვთ
27-01-2021

მე არ დავუჭერდი მხარს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ახლანდელი მდგომარეობით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის მანდატებთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია ჯერ კიდევ არ აქვთ და ამ საკითხზე კონსულტაციები გაიმართება. ამასთან, დეპუტატი ფიქრობს, რომ ამ საკითხზე სავარაუდოდ თავისუფალი კენჭისყრა შედგება.

განსხვავებული პოზიცია აქვს ქართული ოცნების ზოგიერთ დეპუტატს. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება ოპოზიციის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ანრი ოხანაშვილი კი თვლის, რომ მმართველი გუნდი საკითხს კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად განიხილავს. მისი თქმით, თუ ოპოზიციას არ სურს ცივილურ და დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა, პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მილაპარაკებას, მიხეილ სარჯველაძის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილებას შეუწყვეტენ, ეს გავლენას იქონიებს მოლაპარაკების პროცესზე.

AutoPlay
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლო განაჩენს სავარაუდოდ, 2 მარტს გამოაცხადებს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
არჩილ თალაკვაძე შარლ მიშელს შეხვდა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტს ეხმაურებიან
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა - შარლ მიშელი
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ოპოზიცია მზად არის ხელისუფლებასთან დღესვე შეხვედრისთვის, თუმცა მან შედეგად უნდა გამოიღოს - გიგა ბოკერია
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები