მსხვილი საინვესტიციო კომპანია საქართველოდან გადის. „ენკამ“ ორი წლის წინ გაფორმებულ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული პროცედურები დაიწყო., რაც ნიშნავს იმას, რომ თურქული კომპანია რიონის ხეობაში „ნამახვანჰესს“ დიდი ალბათობით აღარ ააშენებს. აღნიშნულ ფაქტს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან პოლიტიკური განცხადებები მოჰყვა.