მსოფლიო ბანკმა კიდევ ერთი მართველობის ეფექტიანობის ინდექსი გამოაქვეყნა. აღნიშნულ ინდექსში საქართველო 4 საფეხურით დაწინაურდა და ქვეყნების რეიტინგში 41-ე ადგილი დაიკავა. 2019 წლის კვლევის მიხედვით საქართთველო 45-ე ადგილზე იყო. მართველობის ეფექტიანობის ინდექსში ქვეყნების მთავრობების ეფექტიანობა 0დან 100 ქულის ფარგლებში ფასდება, სადაც საქართველომ 76.92 ქულა აიღო. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოცემული ინდექსი ასახავს იმ იმ რეფორმებსა და პროგრესს, რაც საქართველომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განიცადაშეგახსნებთ, რომ მოცემული ინდექსი რამდენიმე სხვა ინდექსს ეფუძნება. მათ შორისაა, კორუფციის აღქმის ინდექსი, ასევე ღია ბიუჯეტისა და Freedom House-ს ინდექსებიც.