ვაშლი ადგილობრივი პროდუტია, ის საქართველოში ხარობს და იმპორტირებული ეს ხილი იშვიათად გვხვდება. ვაშლი არის ვიტამინების, მიკრო და მაკრო ელემენტების წყარო, სწორედ ამიტომ ის ბავშვების რაციონში ყველაზე პირველად ერთვება.გამომდინარე იქიდან რომ ბავშვები ვაშლს ძირითადად დაბლენდერებულ, ან გახეხილ მდგომარეობაში მიირთმევენ, გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი რამ. ჰაერისა და რკინის ზემოქმედებისას, ვაშლში მალევე იკარგება ასკორბინის მჟავის, იგივე ცე ვიტამინის თითქმის ნახევარი, რომელიც ვაშლში ყველაზე დიდი პროცენტულობითაა წარმოდგენილი, ამიტომ გახეხილი და დაბლენდერებული ვაშლი უნდა მიირთვათ უფრო სწრაფად, რომ ეს ვიტამინი, მთლიანად იყოს ათვისებული. იგივე წესი ეხება ვაშლის წვენს, ის გამოწურვიდან მალევე უნდა მიირთვათ.
იხილეთ გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" სრულად
ასევე დაგაინტერესებთ: