საქართველოს ბიზნესასოციაცია, „შრომის კოდექსის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს კიდევ ერთხელ ეხმიანება. ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძეს თქმით, შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისას აუცილებელია ბალანსის დაცვა დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებებს შორის. მისივე თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იქნას ქვეყანაში არსებული რეალობა, კერძოდ კი, ეკონომიკის განვითარების დონე.