პრემიერ-მინისტრის განცხადებით ქვეყანაში აუცილებელია იყოს მაღალი დონის მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება. აღნიშნული განცხადება მამუკა ბახტაძემ რუსთავი 2-ში მიმდინარე პროცესებზე დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა. ამასთან როგორც პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში ტრადიციად იქცა დაუკავშირებველი მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება, რითაც ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელიც „რუსთავი 2“-ში მიმდინარე პროცესებთან ხელისუფლების კავშირს ეხებოდა.