ვაშინგტონის უნივერსიტეტში სმარტფონებისათვის EarHealth შექმნეს მობილური აპლიკაცია, რომელსაც სახლის პირობებში ყურის ინფექციური დაავადებების გამოვლენა შეუძლია. აპლიკაციაზე მუშაობისას მეცნიერებმა გააანალიზეს ათასობით ავადმყოფობის ისტორია ტესტირების ალგორითმის შესაქმნელად. განვითარებული ინფექციის ძირითადი მარკერია შუა ყურის მიდამოში სითხის დაგროვება. ახლა სითხის არსებობის განსაზღვრა შესაძლებელი იქნება ტელეფონით. ამისათვის საჭიროა ქაღალდს მივცეთ ძაბრის ფორმა, რომლის ყელიც წებოვანი ლენტით მიმაგრებული იქნება სმარტფონის ქვედა ნაწილზე. ძაბრის ფუძე სასმენი არხის უშუალო სიახლოვეს უნდა მოთავსდეს. EarHealth აპლიკაცია გენერირებს უწყვეტ ხმოვან სიგნალს, რომლის ხანგრძლივობა 150 მილწამია, ხოლო სიხშირე ჩიტების ჟღურტულის მსგავსია. სიგნალი დაფის აპკიდან აირეკლება, რასაც იჭერს მობილური ტელეფონი. თუ შუა ყურში არის სითხე, არეკლილი ხმოვანი ტალღის სიხშირე იცვლება. ამგვარად დასმული დიაგნოზის სიზუსტე 85%-ს შეადგენს.