მობილური ინტერნეტის სისწრაფით საქართველო მსოფლიოს 95 ქვეყანას შორის 41-ე პოზიციაზეა. კომპანია OpenSignal-ის ექსპერტებმა რეიტინგის შედგენისას მონაცემთა გადაცემის საშუალო სიჩქარე და ქვეყნის ტერიტორიის 3G და LTE ქსელებით დაფარვა გაითვალისწინეს. კვლევა 2016 წლის 1-ლი მაისიდან 23 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. კვლევის თანახმად, საქართველოში ინტერნეტის საშუალო სიჩქარის მაჩვენებელი 10,68 მეგაბიტია წამში.
იხილეთ ვრცლად bpn.ge-ზე