ცნობილ დიზაინერ კარლ ლაგერფელდს იტალიურმა მოდის სახლმა Fendi-მ რომში ჩვენება მიუძღვნა. დიზაინერი Fendi-სთან 50 წელი თანამშრომლობდა. მოდის სახლის დამფუძნებლის შვილიშვილმა სილვია ვინტურინიმ ჩვენებაზე 54 მოდელი წარმოადგინა, რომლებიც კარლ ლაგერფელდთან თანამშრომლობას უკავშირდება.