საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. „ლელოს“ წევრებს სიმბოლურად, ხელები ყვითელი შარფებით ქონდათ შეკრული. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, ისინი აქციაზე დაკავებულების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.მისი ინფორმაციით, სასამართლოში გუშინდელი ხმაური უკავშირდებოდა იმ ფაქტს, რომ რამდენიმე მოსამართლემ მათი საქმის განხილვაზე უარი თქვა. ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ, პასუხს აგებენ კანონის წინაშე და „ისინი „ლელოსთან“ ვერ ითანამშრომლებენ ისე, როგორც ეს "ქართულ ოცნებასთან" გააკეთეს.