მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, მაისში, დაახლოებით, 120 მილიონი ლარი დარჩა კომპანიებში. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად ეკონომიკაში 500 მილიონი ლარი დარჩება.