ხელისუფლებაში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ კრიმინალური ავტორიტეტის მინდია გორაძის იგივე ლავასოღლის ექსტრადაცია ქართულმა მხარემ არ მოითხოვა.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ლავასოღლი თურქულმა მხარემ სწორედ იმიტომ დააკავა, რომ მისი ექსტრადიცია საქართველომ მოითხოვა. მისივე ინფორმაციით პროცედურები კვლავ მიმდინარეობს. ამასთან, საკითხზე კომენტარი გააკეთა პრემიერმა და აღნიშნა, რომ არ იცის რა პროცედურები მიმდინარეობს ექსტრადირების კუთხით.
ოპოზიცია კი ხელისუფლებას ლავასოღლის და ზოგადად კრიმინალური ავტორიტეტების მფარველობაში ადანაშაულებენ.
ცნობისთვის თურქული მედიის ინფორმაციით, საქართველო უარს აცხადებს მიიღოს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე მინდია ლავასოღლი, რომლის ექსტრადიციასაც ქვეყანაში თურქეთი გეგმავს. მედიის ცნობით, ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციის ბოლო ვადა თებერვალში იწურება და თუ თბილისი მის მიღებაზე კვლავ უარს განაცხადებს, ანკარას მოუწევს მისი გათავისუფლება.