ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სამოქმედო გეგმის 2 ვერსია შეიმუშავეს. პირველი საინფორმაციო ხასიათისაა და მისი განხორციელება უკვე დღეიდან დაიწყება, შემუშავებულია ასევე გრძელვადიანი გეგმაც.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადამიანებმა ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმოგზაურა და მას ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სისუსტე და სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართოს. მისივე თქმით, მუშაობა მიმდინარეობს ასევე ხანგრძლივვადიანი გეგმაზე, თუ მოხდა და განვითარდა ეპიდემია, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში.
რაც შეეხება სიმპტომებს, ეს სიმპტომები არის ძირითადად, რაც ახასიათებს რესპირატორულ ინფექციას, ანუ მაღალი ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სისუსტე და სუნთქვის გაძნელება.