მოლაპარაკებები, რომლებიც ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის წინააღმდეგობის დაძლევას ისახავდა მიზნად პროგრესის მიღწევის გარეშე შეწყდა. თურქი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, ქვეყნებს შორის მოლაპარაკებებისას წინსვლა არ არის და შეთანხმების მიღწევა მარტივი არ იქნება. რატომ არის თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი და რა შემთხვევაში არ დაბლოკავს ოფიციალური ანკარა ალიანსის გაფართოებას, - ნახეთ ჩვენი უცხოეთის ბლოკის მიმომხილველის, ბექა ბერიაშვილის სიუჟეტი.