11:51
5 დეკემბერი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
მოლდოვამ დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში რუსულ გაზზე უარი პირველად თქვა
27-10-2021

დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში პირველად მოლდოვამ რუსულ გაზზე უარი თქვა და ბუნებრივი აირი ალტერნატიული მიმწოდებლისგან შეიძინა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,  მიწოდება უკრაინის გავლით განხორციელდება.

უწყების ინფორმაციით, მოლდოვის სახელმწიფო კომპანია Energocom-მა კონტრაქტი პოლონურ კომპანია PGNiG-თან მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შეძენაზე გააფორმა.

დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის ოცდაათი წლის განმავლობაში, მოლდოვა გაზს ექსკლუზიურად რუსულ მიმწოდებელ „გაზპრომისგან“ ყიდულობდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები