მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სამომავლოდ კიევში ვიზიტს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"ეს ჩემს გეგმებშია, მაგრამ დეტალებს მას შემდეგ გავამჟღავნებ, როდესაც ყველაფერს დავადასტურებთ", - განაცხადა სანდუმ.
ცნობისთვის, 23 ივნისს მოლდოვას, უკრაინასთან ერთად ევროპული საბჭოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, რომელსაც საბჭომ "ისტორიული" მომენტი უწოდა.