09:29
5 ივნისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Moller-Maersk საკონტეინერო გადაზიდვებზე მოთხოვნის შემცირებას მოელის
14-05-2020

მშრალი ტვირთების საკონტეინერო გადაზიდვების მსოფლიო ლიდერი „მოლერ-მაერსკი“ აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოში კონტეინერებით გადაზიდვებზე მოთხოვნის მკვეთრად შემცირებაა მოსალოდნელი.

პანდემიის მიუხედავად, პირველ კვარტალში „მაერსკის“ მოგება 23 პროცენტით გაიზარდა. პანდემიამდელი პროგნოზით, კონტეინერებით გადაზიდვებზე მოთხოვნის 1-3-პროცენტიანი ზრდა იყო მოსალოდნელი. მაგრამ ვირუსით გამოწვეული ლოკდაუნები, მიწოდების არსებულ არხებს ანგრევს, რაც გადაზიდვებზე მოთხოვნის კლებას იწვევს. შესაბამისად, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მშრალი ტვირთის საზღვაო გადაზიდვებზე მოთხოვნა მკვეთრად დაიკლებს.

კომპანიამ გამოაცხადა, რომ უკვე გააუქმა 90-ზე მეტი რეისი, რაც პირველ კვარტალში შესრულებული გადაზიდვების დაახლოებით 3.5 პროცენტია. კომპანია რეისების გაუქმებით, ვაჭრობის კლებით გამოწვეულ, გადაზიდვების ტარიფების ვარდნისთვის ხელის შეშლას ცდილობს. ანალიტიკოსთა ვარაუდით, აპრილიდან ივნისამდე პერიოდში, „მაერსკს“ დაახლოებით 140 რეისის გაუქმება მოუწევს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები