„სადგური 11“ კანადელი ესეისტისა და ნოველისტის ემილი სენ-ჯონ მანდელის ფანტასტიკის ჟანრის წიგნია, რომლის ორიგინალიც 2014 წელს კანადაში გამოიცა და ის დღემდე ნათარგმნია 33 ენაზე. მსოფლიოს მასშტაბით, წიგნის მილიონ-ნახევარი ეგზემპლიარია გაყიდული.
წიგნში მოქმედება კანადაში ვითარდება. დედამიწა კოლაფსშია. მომაკვდინებელი გრიპის ეპიდემიამ მსოფლიო მოიცვა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. ეპიდემიას Georgia flu-ს სახელით იცნობენ, რომელიც მალე ადამიანების ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის. წარსულს ბარდება კომფორტული ცხოვრება, ქრება უახლესი ტექნოლოგიები, რომელმაც ერთიანად დაიპყრო ადამიანების გონება. ადამიანებს უწევთ იბრძოლონ სიცოცხლისთვის, ბევრი მათგანი უსახლკაროდ რჩება და თვითგადარჩენის ბრძოლაში თავსაც კარგავს. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც ღირსებას ინარჩუნებს და სხვების დახმარებას ცდილობენ. თეატრალური დასი „გზის სიმფონია“ სწორედ ასეთი ადამიანებისგან შედგება, ისინი შეეცდებიან შეეწინაღმდეგონ იმ წარმოუდგენელ მოცემულობას, რომელმაც კაცობრიობა დაღუპვის პირას მიიყვანა.
2021 წელს სკოტ სტეინდორფის პროდიუსერობით, ცნობილმა კინოსტუდიამ, HBO max-მა ნოველის მიხედვით გამოუშვა სატელევიზიო მინი სერიალი „სადგური თერთმეთი“ რომელიც 10 სერიისგან შედგება.
2022 წელს წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა, სერია „პორტალის“ ფარგლებში, გამომცემლობა "პალიტრა ელის" მიერ. ქართველი მკითხველისთვის წიგნი ხელმისაწვდომია "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელსა და "პალიტრა ელის" ვებ გვერდზე Palitral.ge