მომავალ კვირას ევროკავშირის სამიტზე თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ საკითხებში ამელი დე მონტჩალინმა განაცხადა. მისი თქმით, ანკარას წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესების მიზეზი სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყება გახდა.
"ამ საკითხს მომავალ კვირას ევროკავშირის საბჭოში განვიხილავთ, ფაქტია რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა. ჩვენ ვერ ვიქნებით უმოქმედო, როდესაც ვხედავთ სიტუაციას, რაც მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, სირიის თავისუფალი ძალებისთვის და რეგიონის სტაბილურობისთვის ზიანის მომტანია", - განაცხადა ფრანგმა მაღალჩინოსანმა.
შეგახსენებთ, თურქეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყება ევროპელმა მაღალჩინოსნებმა მკაცრად გააკრიტიკეს.